BMW-ს ახალი ხედვა: წყალბადი, როგორც მომავლის საწვავი

2025-10-03 101 ნახვა George Lapherashvili
BMW-ს ახალი ხედვა: წყალბადი, როგორც მომავლის საწვავი

ელექტრომობილების ეპოქაში, როდესაც ავტომწარმოებლების უმეტესობა თავის ძალისხმევას მხოლოდ ელექტროძრავებზე ამახვილებს, BMW მომავლისკენ თამამ ნაბიჯებს დგამს. კომპანიას სჯერა, რომ წყალბადს არანაკლები პოტენციალი აქვს, ვიდრე ელექტრო ავტომობილს ან შიდა წვის ძრავებს. ბავარიელებმა პირველი კონცეპტუალური მოდელი BMW i Hydrogen NEXT 2019 წლის Frankfurt Motor Show-ზე წარადგინეს. მალევე კი პირველი საპილოტე ავტომობილიც ვიხილეთ, რომელიც X5-ის ბაზაზე იქნა წარმოებული და 401 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მასში იგივე ტექნოლოგიები გამოიყენეს, რაც Toyota Mirai-ში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მხოლოდ საპილოტე პროექტი და სულ 100 ერთეული შეიქმნა, ყველასგან მოულოდნელად, პროექტმა დიდი წარმატება მოიპოვა.

ავტომობილი საჭირო ენერგიას წყლისა და ჟანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად გამოიმუშავებს, ხოლო წყალბადის ორი ავზის სრულად ასავსებად სულ რაღაც 3-4 წუთი სჭირდება. რაც მთავარია, წყალბადზე მომუშავე ავტომობილი უფრო დიდ მანძილს, დაახლოებით 504 კმ-ს, გადის, რაც მას ბენზინის ძრავების ალტერნატივად აქცევს.

რა თქმა უნდა, BMW არ ჩერდება. კომპანიამ მესამე თაობის წყალბადის სისტემის შექმნაზე მუშაობა დაანონსა. ბავარიელების ცნობით, სერიული წარმოება 2028 წლიდან დაიწყება და მომხმარებელს სხვადასხვა კომპლექტაციის არჩევა შეეძლება.

BMW-ს ხედვა მიგვანიშნებს, რომ წყალბადის ენერგია მომავალში ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდება. ამიტომ, გარემოზე ზრუნვა ჩვენი საერთო საქმეა. ჩვენი პლანეტის მომავალი მხოლოდ ჩვენს ხელშია, ხოლო წყალბადის ტექნოლოგია სწორედ ისეთი ინოვაციაა, რომელიც დაგვეხმარება, რომ ეკოლოგიურად სუფთა მომავალი შევქმნათ.

დატოვე კომენტარი