გერმანული საავტომობილო ინდუსტრიის ორი უდიდესი კონკურენტი, Mercedes-Benz-ი და BMW-ი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პარტნიორები გახდნენ. გერმანული გამოცემა „Manager Magazin“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-ი BMW-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მისგან ოთხცილინდრიანი ძრავები შეიძინოს, რაც საავტომობილო სამყაროში ნამდვილი სენსაცია იქნება. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ის კომპანიების სტრატეგიის ცვლილებაზე მიანიშნებს. Mercedes-მა, რომელმაც 2021 წელს ამბიციური გეგმა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებდა, 2024 წელს ეს დაპირება უკან წაიღო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კალენიუსის თქმით, შიდა წვის ძრავები „2030-იანი წლების შუა პერიოდამდე“ აქტუალური დარჩება. ამის მიზეზი გლობალური ბაზარზე ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირებაა, რაც კომპანიებს ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე ფოკუსირებისკენ უბიძგებს. მიუხედავად იმისა, რომ Mercedes-ს უკვე აქვს საკუთარი ახალი ოთხცილინდრიანი ძრავა (M252) ის, სავარაუდოდ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა და რაც მთავარია ის ჩინეთშია წარმოებული. ეს კი უკვე დიდი პრობლემაა, რადგან აშშ-ის ბაზრისთვის ტარიფების მაღალ ხარჯებს გამოიწვევს.
ჭორების თანახმად, სწორეს ზემოთ მოცემულმა პრობლემება უბიძგა Mercedes, ბავარიელებისგან შეიძინოს BMW-ს 2.0 ტურბო B48 ძრავა, რომელსაც სამომავლოდ გამოიეყენებენ მის ბევრ მცირე, თუ საშუალო ზომის მოდელებში. აღნიშნული აგრეგატი პრაქტიკულად BMW-ს ყველა თანამედროვე მოდელში გვხვდება. ამ ჭორის მიხედვით, თანამშრომლობა მოიცავს აშშ-ში საერთო საწარმოს აშენებას, რაც ტარიფებს სრულიად თავიდან აარიდებინებს.
BMW-სთვის სხვა მწარმოებლებისთვის ძრავების მიწოდება ახალი არ არის. კომპანია უკვე აწვდის ძრავებს Morgan-ს, INEOS-ს და Range Rover-ს. Toyota Supra-ს შემთხვევაში კი, BMW-ი ძრავის გარდა, ბევრ სხვა ნაწილსაც აწვდის. თუმცა, თუ Mercedes-თან გარიგება დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის ორი უმსხვილესი კონკურენტი ასეთი მასშტაბით გაიზიარებს ერთმანეთის ტექნოლოგიებს. ამ ეტაპზე არცეღთ კომპანიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თუ ეს პარტნიორობა რეალური აღმოჩნდება, ის არა მხოლოდ ავტოინდუსტრიის ტრადიციებს შეცვლის, არამედ გერმანული ინჟინერიის ახალ ეპოქას დაუდებს სათავეს.