ხუთი ათწლეულის განმალობაში, ბრაბუსის გუნდმა არაერთი ინჟინრული შედევრი წარმოგვიდგინა. გალაქტიკაში სინათლის სიჩქარით მოგზაურობა, ხო მათვის თითქოს ჩვეულებრივი რუტინაა? დიახ ზუსტად ეს გახლავთ გერმანული ბრენდის უკომპრომისო ფილოსოფიის ანარეკლი.

ყოველჯერზე საკუთარ თავებს ვუსვამთ ძალიან ლეგიტიმურ კითხვას: ბრაბუსმა ამის შემდეგ განა რა უნდა შექმნას, ისეთი რომ ჩვენი გაოცება გამოიწვიოს? რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ბრენდი ჩვენს შოკირებას ყოველთვის ახერხებს. ამის ნათელი მაგალითია, მათი ახალი ქმნილება, მოტოციკლი: BRABUS 1400 R - თუმცა მცირედი შესწორება არ გვაწყენდა. ეს უფრო უცხოპლანეტელების ჰომალდია, ვიდრე მოტოციკლი.

ფილოსოფიური საუბრით, რომ არ მოგაწყინოთ, BRABUS 1400 R შექმნილია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, KTM 1390 SUPER DUKE R EVO-ს ბაზაზე. მოტოციკლი აღჭურვილია ორცილინდრიანი, ოთხტაქტიანი, V 75° ძრავით და დაწყვილებულია 6 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან. მისი მოცულობა 1350 სმ³-ს შეადგენს და 187 ცხენის ძალასა და 145 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

BRABUS 1400 R-ის ყველაზე რევოლუციური ნაწილი, მისი მესამე თაობის WP APEX ნახევრად აქტიური დაკიდების სისტემაა. ხოლო მოტოციკლის გაჩერებას კი Brembo ბრენდი უზრუნველყოფს. წინა ღერძი აღჭურვილია, ოთხ-დგუშიანი, სუპორტებითა და 320 მმ-იანი სამუხრუჭე დისკოთი. ხოლო უკანა ღერძი კი 240 მმ დიამეტრის დისკოთი. ABS-ის სისტემა უზრუნველყოფს რეკორდულად მოკლე სამუხრუჭე მანძილს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოტოციკლის მშრალი წონა საწვავის გარეშე 200 კგ-ს შეადგენს, ხოლო სრული წონა კი 212 კილოგრამია. წონის ასეთი მინიმალური მაჩვენებელი, ხელს უწყობს 100 კმ/სთ სულ რაღაც 3.2 წამში განავითაროს. 1400 R-ს 17.5 ლიტრიანი საწვავის ავზი აქვს, რაც სრულიად საკმარისია, როგორც ურბანულ გარემოში, ასევე შორს დისტანციაზე სასიარულოდ.

როგორც კარლ ლაგერფელდი იტყოდა, „შავი არის ყველაზე ელეგანტური ფერი" და „შავში ვერასდროს შეცდები". - დიახ BRABUS-ისთვის ეს ფილოსოფია არა მხოლოდ დიზაინის, არამედ იდენტობის საკითხია, ხოლო 1400 R SIGNATURE EDITION კი ამ ესთეტიკასა და ტრადიციას აგრძელებს. რა თქმა უნდა, აღნიშნული მოტოციკლი არ იქნება მას პროდუქტი. სულ რაღაც 100 ერთეული იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასს: მზად ხარ 49,900 ევრო გადაიხადო?