დამეთანხმებით რომ ახალი, ხელმისაწვდომი მანქანის შერჩევა უკვე სასწაულის ტოლფასია, ხომ? თუ არ ჩავთვლით ჩინურ ელექტრო ავტომობილებს. დღეს ავტობაზარზე იაპონური Nissan Sentra ნამდვილი სუპერგმირი ხდება. ალბათ მკითხველს ლეგიტიმური კითხვაც გაუჩნდება: და რატომ? პასუხი მარტივია: Nissan-ი თავისი ბიუჯეტური მოდელის Versa-ს წარმოებას წლის ბოლოსთვის შეაჩერებს (შესაძლოა 2025 წლის სამოდელო წლის შემდეგ), რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ Sentra ბრენდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოდელი გახდება.

Nissan Sentra-ს ოთხ კომპლექტაციაში იქნება წარმოდგებილი: S, SV, SL და SR - მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის უმეტესი ნაწილი განახლებულია, კაპოტ ქვეშ ნაცნობი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატია განთავსებული, რომელიც 149 ცხენის ძალასა და 198.4 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, ისევე როგორც აქამდე. Sentra წინა წამყვანია და აღჭურვილია Xtronic (CVT) ვარიატორული გადაცემათა კოლოფით.

ახალი Sentra წინამორბედზე 1.02 სანტიმეტრით გრძელია და მისი საერთო სიგრძე 465.58 სანტიმეტრს შეადგენს. თუმცა ბორბლებს შორის ბაზა 2.54 მილიმეტრით შემცირდა.
ავტომობილს სრულიად ახალი ექსტერიერის დიზაინი აქვს. ის ასევე მოიცავს ბრენდის V-motion ცხაურის ევოლუციას. რომელიც ახალ, განათების სისტემასთან ერთადაა ინტეგრირებული. მიუხედავად იმისა რომ აეროდინამიკა გაუმოჯებესებულია, მისი წვა ქალაქში კომბინირებულ რეჟიმში 7.13 ლიტრს შეადგენს 100 კილომეტრზე.

რაც შეეხება ინტერიერს, Sentra აღჭურვილია სტანდარტული 12.3-ინჩიანი სენსორული ეკრანით, Android Auto-სა და Apple CarPlay-ის მხარდაჭერით, ასევე 7.0-ინჩიანი მრავალფუნქციური საინფორმაციო დისპლეით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია SL კომპლექტაცია, რომელიც ბრუნდება ხაზში და გვთავაზობს ბევრ კომფორტულ ფუნქციას: საჭის გათბობა, განათების სისტემას (ambient lighting), ავტომატურად ჩამუქებად უკანა ხედვის სარკეს, ელექტრო ლუქს, ტყავის სალონსა და 17-ინჩიან დისკებს.

2026 წლის Sentra დილერებთან მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება. სამწუხაროდ ფასების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. მაგრამ ველით, რომ ის მაინც ხელმისაწვდომი სედანის ნიშას შეინარჩუნებს.