Mustang Dark Horse SC: 800 ცხენის ძალა და ევროპული ამბიციები

2026-04-27 43 ნახვა George Lapherashvili
Mustang Dark Horse SC: 800 ცხენის ძალა და ევროპული ამბიციები

ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ცხენის ძალებით უკვე ვეღარავის გააკვირვებ. ამ ტენდენციას Ford-ის ახალი მოდელი, Mustang Dark Horse SC-იც ადასტურებს. ახალი მუსტანგი აღჭურვილია 795-ცხენისძალიანი, 5.2-ლიტრიანი სუპერჩარჯერიანი V8 ძრავით, რომელიც ორმაგი გადაბმულობის (DCT) კოლოფთან არის დაწყვილებული.

Dark Horse SC ფორდის უახლესი „იარაღია“. მისი საწყისი ფასი $103,490-ია, რაც Mustang-ისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. თუმცა, დაპირება სოლიდურია: ავტომობილი Mustang GTD-სა და GT3-თან ერთად შეიქმნა, როგორც ნამდვილი ტრეკის მონსტრი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელს 795 ცხ.ძ აქვს ხოლო თორქი კი 660 დასაზუსტებელია, რამდენად დამჯერი იქნება ის მოსახვევებში და გაუწევს, თუ არა რეალურ კონკურენციას ევროპელებს?


ავტომობილის ექსტერიერი მხოლოდ სილამაზისთვის არ შეცვლილა; დიზაინში ყოველი ხაზი გაგრილებასა და აეროდინამიკას ემსახურება. ალუმინის კაპოტი კარბონის ჰაერმიმღებით 2.5-ჯერ მეტ დამწოლ ძალას (Downforce) წარმოქმნის, ვიდრე სტანდარტული Dark Horse. დამატებით, SC აღჭურვილია Track Pack-ით, რაც მოიცავს Michelin Pilot Sport Cup 2R საბურავებს, კარბონ-კერამიკულ მუხრუჭებსა და კარბონისავე დისკებს ეს ყველაფერი კი ავტომობილის წონას 68 კილოგრამით ამცირებს.

ღირს კი ეს ინვესტიცია?

სრული კომპლექტაციით Dark Horse SC-ის ფასი $170,970-მდე ადის. ამ ფასად უკვე შეგიძლიათ ისეთი ავტომობილების შეძენა, როგორიცაა Chevrolet Corvette Z06, ZR1 ან თუნდაც Porsche 911-ის გარკვეული ვერსიები.

თუმცა, თუ ოპტიმალურ Track Pack ვერსიას ავიღებთ მისი ფასი $139,990 იქნება. ის საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას უწევს მეტოქეებს:

  • მას კოლოსალური უპირატესობა აქვს 911 Carrera-სთან (388 ცხ.ძ.) შედარებით;
  • ის სიმძლავრით საგრძნობლად ჯაბნის Corvette Z06-საც (670 ცხ.ძ.).

მართალია, ინტერიერის ხარისხით ის პორშეს ვერ შეედრება, მაგრამ 795 ცხენის ძალა თავის სათქმელს ამბობს. Dark Horse SC არ არის იაფი, მაგრამ დღევანდელ მზარდ ბაზარზე ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწდომ გზად, ფლობდე დაუმორჩილებელ, თითქმის 800-ცხენისძალიან მონსტრს.


დატოვე კომენტარი