ოცნების მანქანა ბრუნდება: Ferrari 849 Testarossa

2025-10-03 159 ნახვა George Lapherashvili
ოცნების მანქანა ბრუნდება: Ferrari 849 Testarossa

Ferrari-ს ისტორიაში Testarossa-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ დასახელებით პირველი ავტომობილი 50-იანი წლებში ვიხილეთ, ეს იყო ლეგენდალური Ferrari 250 Testarossa, რომელსაც ლე მანის რბოლაც კი აქვს მოგებული. იტალიურად ფრაზა Testarossa წითელ თავას ნიშნავს. თუ ვიმოგზაურებთ 90-იან წლებში, როდესაც ბავშვები ვიყავით არსებობდა ასეთი საღეჭი რეზინის ბრენდი სახელად Turbo, რომელსაც ავტოობილის პატარა სტიკერი მოყვებოდა. ჩვენ ამ სტიკერებს ვაგროვებდით, ერთმანეთში ვცვლიდით. ზუსტად ამ საღეჭი რეზინის მეშვეობით გავიცანით პირველად Ferrari Testarossa-ც, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ოცნების ავტომობილიც კი გახდა. 

Ferrari Testarossa (Type F110)-ის დიზაინზე Pininfarina-მ იზრუნა. დიზაინერების გუნდი შედგებოდა: იან კამერონის, გვიდო კამპოლის, დიეგო ოტინასა და ემანუელე ნიკოსიასგან. ეს იყო იმ დროისთვის რაღაც რევოლუციურო, ახალი სიტყვა ავტოინდუსტრიაში. მისი დებიუტი 1984 წელს პარიზის ავტოშოუზე შედგა. 80-იან წლებში მისი ღირებულება $94,000 (აშშ დოლარს) შეადგენდა.

შუაძრავიანი სპორტქარი, აღჭურვილი იყო 12 ცილინდრიანი, 4.9 მოცულობის Tipo F113 ძრავით და გამოიმუშავებდა 390 ცხენის ძალასა და 490 ნიუტონ მეტრს. ძრავა დაწყვილებული იყო 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. Testarossa-ს არ სჭირდებოდა უკანა სპოილერი. მისი აეროდინამიკური წევის კოეფიციენტი Cd=0.36-ს შეადგენდა და მნიშვნელოვნად დაბალი იყო Lamborghini Countach-თან შედარებით (Cd=0.42) - პირველი თაობის Testarossa Type F110 იწარმოებო 1984 წლიდან 1991 წლამდე. ხოლო განახლებული ვერსიები 512 TR და F512 M 1996 წლის ჩათვლით. 

30 წლის შემდეგ ლეგენდა გვიბრუნდება, იტალიელებმა რამდენიმე დღის წინ, Ferrari 849 Testarossa წარადგინეს. მას SF90 Stradale-ს მემკვიდრეს უწოდებენ, მაგრამ სახელიდან გამომდინარე მე უფრო ვიტყოდი რომ ეს არის 80-იანი წლების მემკვიდრე. ისეთივე ინჟინრული შედევრი, როგორც ეს 1984 წელს ვიხილეთ. ჰიპერმანქანა აღჭურვილია Twin-Turbo 4.0L V-8 Hybrid ძრავით. სამი ელექტრო ძრავის დახმარებით, ჯამში 1,036 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 2.3 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს შეადგენს. 

როგორც თანამედროვე Ferrari-სგან არის მოსალოდნელი, ინტერიერი მთლიანად მძღოლზეა ორიენტირებული. გაფორმებულია უმაღლესი ხარისხის მასალით. მულტიპუნქციური საჭე, სადაც ღილაკები დაგვიბრუნდა. ცენტრალურ კონსოლზე გვხდება გადაცემათა კოლოფის ბერკეტი და კლიმატ-კონტროლისთვის მინიატურულ დისფლეი. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ციფრული ინსტრუმენტების პანელი მოიცავს Apple CarPlay-ს, Android Auto-ს და MyFerrari Connect-ს პლუს უსადენო სმარტფონის დამტენს. ევროპაში მისი ფასი €460,000-დან დაიწყება. 

დატოვე კომენტარი