Mercedes-Benz SEC-ის ახალი სიცოცხლე Renntech-ისგან

2026-02-14 35 ნახვა George Lapherashvili
Mercedes-Benz SEC-ის ახალი სიცოცხლე Renntech-ისგან

Mercedes-Benz-ის ლეგენდარული მოდელი SEC, ახალ სიცოცხლეს Renntech-ის შთამბეჭდავი პროექტის წყალობით იძენს. ეს კომპანია ცნობილია გერმანული ინჟინერიის საზღვრების გაფართოებით. Renntech 1989 წელს ჰარტმუტ ფაილმა დააფუძნა, ის მანამდე 12 წლის განმავლობაში AMG-ის ტექნიკური დირექტორი იყო. მისი ფილოსოფია ეფუძნება ავტომობილის წარმადობის გაუმჯობესებას ისე, რომ არ დაიკარგოს მისი ორიგინალური სული. სწორედ ამ ხედვას მიჰყვება ახალი პროექტიც, რომელიც კლასიკურ SEC-ს (რომელიც 1979-1991 წლებში იწარმოებოდა) თანამედროვე შედევრად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალ S-Class-ის კუპეებს მხოლოდ V8 ძრავები ჰქონდათ, Renntech, რა თქმა უნდა, ტრადიციას არღვევს. თანამედროვე SEC აღჭურვილი იქნება M120 V12 ცილინდრიანი, 7.5 ძრავით.


აღნიშნული აგრეგატი გხვდება ისეთ ავტოობილებში, როგორიცაა Pagani Zonda და Mercedes -Benz CLK GTR. კონკრეტულად SEC-ში წარმოდგენილი ძრავა გამოიმუშავებს 660 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს. ის დაწყვილებულია სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილ მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან (transaxle), რაც მართვის პროცესს კიდევ უფრო აზარტულს ხდის. ასეთი სიმძლავრის გასაკონტროლებლად ავტომობილი აღჭურვილია კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით და ჭედური დისკებით.

დაგეგმილი 12 ერთეულიდან თითოეული გაივლის სრულ რესტავრაციას რათა კლასიკურმა შასიმ თანამედროვე სიჩქარეებს გაუძლოს. ექსტერიერი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მექანიკური ნაწილი: ავტომობილს აქვს „widebody" კიტის რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აეროდინამიკას, გაგრილებასა და სტაბილურობას მაღალ სიჩქარეზე. 30 წელზე მეტი ხნის Mercedes-ის ელეგანტურობისა და თანამედროვე ჰიპერქარის სიმძლავრის გაერთიანებით, Renntech ქმნის რესტომოდს, რომელიც პატივს სცემს SEC-ის ისტორიას და სთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს, რაც ადრე ამ მოდელისთვის წარმოუდგენელი იყო. ეს ლიმიტირებული ავტომობილი ჰარტმუტ ფაილის საინჟინრო სრულყოფილებისა და ინდივიდუალური ოსტატობის საუკეთესო მაგალითია.

დატოვე კომენტარი