ძიება

როგორ გადაარჩინა Volvo-ს უსაფრთხოების ღვედმა მილიონობით სიცოცხლე
Expand

როგორ გადაარჩინა Volvo-ს უსაფრთხოების ღვედმა მილიონობით სიცოცხლე

2026-08-31 79 ნახვა George Lapherashvili 1 min read

ავტომობილების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ და ეფექტურ ინოვაციას, სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედი წარმოადგენს. მისი გამოგონებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. სამწერტილიანი ღვედის გამოჩენამდე ავტომობილებში მხოლოდ მარტივი, ორწერტილიანი წელის ღვედები გამოიყენებოდა. ისინი მგზავრს მხოლოდ წელზე აფიქსირებდა. ავარიის დროს კი სხეული წინ იხრებოდა, რასაც ხშირად თავის, კისრისა და მუცლის მძიმე ტრავმები მოჰყვებოდა. ვითარება საფუძვლიანად მას შემდეგ შეიცვალა, რაც საავიაციო ინჟინერმა ნილს ბოლინმა, აშშ-სა და ევროპაში საგზაო ინციდენტების მზარდი სტატისტიკის ფონზე, Volvo-ს დაკვეთით თანამედროვე სამწერტილიანი, უსაფრთხოების ღვედი დააპატენტა. მისი უნიკალური ასიმეტრიული ფორმა, სხეულის ყველაზე მტკიცე ნაწილებს: მხარს, მკერდსა და მენჯის ძვალს კვეთდა, რითაც ავარიისგან გამოწვეულ ზიანს მკვეთრად ამცირებდა.

ისტორიული გარდატეხა 1959 წლის 13 აგვისტოს მოხდა, როდესაც შვედურმა კომპანიამ, უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი პირველი ავტომობილები Volvo PV544 და Amazon 120 გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოგონებას კომპანიისთვის უზარმაზარი ფინანსური მოგება შეიძლება მოეტანა, Volvo-მ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, კომპანიისთვის ადამიანების გადარჩენა კომერციულ უპირატესობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

1967 წლიდან სამწერტილიანი ღვედებით ავტომობილის უკანა სავარძლებიც აღიჭურვა. ათწლეულების განმავლობაში მისმა კონსტრუქციამ ისეთი ევოლუცია განიცადა, როგორიცაა, ინერციული ბარაბნები, შემზღუდავი და სხვა. დღეს კვლევები აჩვენებს, რომ უსაფრთხოების ღვედი ავარიის დროს დაღუპვის რისკს დაახლოებით 50%-ით ამცირებს. ბოლინის მიერ შექმნილი საბაზისო დიზაინი დღემდე უცვლელია და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

დატოვე კომენტარი