2025 მონაკოს გრან-პრი 24-25 მაისი

2025-06-13 371 ნახვა George Lapherashvili
2025 მონაკოს გრან-პრი 24-25 მაისი

Monte Carlo-ს მჭიდრო ქუჩები ახალი ისტორიის დასაწერად ემზადება. მონაკოს ტრასამ კვლავ უმასპინძლა ფორმულა 1-ის პილოტებს. ესაა ადგილი, სადაც სპორტი, ისტორია და სტილი ერთმანეთს ეჯახება. დღეს, 24 მაისს, თბილისის დროით 16:00 საათზე, მონაკოს გრან-პრის კვალიფიკაცია დაიწყება! ხოლო რბოლა, კვირას 25 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე აიღებს სტარტს. პილოტებს ჯამში ურთულესი 78 წრის გავლა მოუწევთ. ავტოდრომის მთლიანი მანძილი კი 3.337 კილომეტრს შეადგენს.

ტრასის რეკორდი - 2021 წლის მონაკოს გრან-პრის ყველაზე სწრაფი წრის (Lap Record 1:12.909) ავტორი ლუის ჰემილტონი (Lewis Hamilton) გახლავთ. მისი პერფორმანსი იყო დროის წინააღმდეგ დაგეგმილი, იდეალური შეტევა.


პირველი გრანპრი: კლასიკური გაგებით, ფორმულა 1-ის ავტოდრომი მონაკოში არ აშენებულა. რბოლა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე იმართება. პირველი ოფიციალური რბოლა 1929 წელს გაიმართა და გამარჯვება ბუგატის მრბოლელს, უილიამ გროვერ-ვილსს ხვდა წილად. რბოლის იდეის ავტორი, თამბაქოს მწარმოებელი და მონაკოს ავტომოყვარულთა კლუბის (Automobile Club de Monaco) პრეზიდენტსა და გრიმალდინების სამეფო ოჯახის ახლო მეგობარს ენტონი ნოჟესს (Antony Noghès) ეკუთვნის. ტრასის ბოლო მოსახვევს (Virage Antony Noghès) მონაკოს გრან პრის დამაარსებლის, ენტონი ნოჟესის სახელი ეწოდა.

როგორია მონაკოს ტრასა?

მონაკოს ტრასა წარმოუდგენლად ვიწრო და ურთულესი მოსახვევებით შედგება. ფორმულა 1-ის პილოტმა ნელსონ პიკემ ტრასა საცხოვრებელ ოთახში ველოსიპედით სიარულს შეადარა. მიუხედავად სირთულისა ეს გამოწვევა თითქმის ყველა მრბოლელს უყვარს, რადგან ის აიძულებს მათ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი უნარები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მჭიდრო ქუჩებში გასწრება გაცილებით რთულია, ვიდრე სხვაგან – 2003 წლის გრან პრიზე არც ერთი გასწრება არ დაფიქსირებულა.

ყველაზე მეტი გამარჯვება მონაკოში:

  • ბრაზილიელ აირტონ სენას 6 გამარჯვება აქვს, რაც აბსოლუტური რეკორდია მონაკოს გრან პრის ისტორიაში.
  • გრემ ჰილი და მიხაელ შუმახერი 5-5 გამარჯვება.
  • ლუის ჰემილტონი – 3 გამარჯვება (ბოლო – 2019).

ყველაზე მეტი პოლ-პოზიცია მონაკოში:

  • აირტონ სენა – 5.
  • ლუის ჰემილტონი – 2.

 

 


 

 

 

დატოვე კომენტარი