Search

Toyota-ს გენერალურმა დირექტორმა მოსაწყენ ავტომობილებს ომი გამოუცხადა
Expand

Toyota-ს გენერალურმა დირექტორმა მოსაწყენ ავტომობილებს ომი გამოუცხადა

2026-08-26 45 views George Lapherashvili 1 min read

მართალია, ტრადიციულად Toyota ყველასთვის სანდო, რაციონალური და პრაქტიკული ავტომობილების ასოციაციას ქმნის, მაგრამ დღეს ბრენდი ორმაგ, ფაქტობრივად „რევოლუციურ ხასიათს“ ატარებს. რაციონალური ბესტსელერების Camry-სა და Corolla-ს გვერდით სცენას იკავებენ ემოციური და სპორტული მოდელები: GR86 და Supra. ამ მრავალფეროვან პორტფოლიოს კიდევ უფრო აგრესიულსა და მიმზიდველს ხდის ექსკლუზიური GRMN ვარიანტები და უგზოობის უპირობო ლიდერები Land Cruiser-ი და 4Runner TRD Pro.ამ თვის დასაწყეგში გამართულ ფინანსურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, Toyota-ს პრეზიდენტმა კოჯი სატომ აღნიშნა: „მანქანა არ არის მანქანა, თუ ის სახალისო არ იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არასდროს მივცემთ უფლებას ჩვენს ავტომობილებს, რომ ჩვეულებრივ ტრანსპორტად იქცნენ.“ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება ამ უკანასკნელზე შეედავოს, სატომ განაცხადა, რომ დღევანდელი მყიდველები აღარ არიან „ლოგიკურად, მარცხენა ნახევარსფეროთი მოაზროვნე“ მომხმარებლები, რომლებიც უბრალოდ უკეთეს მახასიათებლებსა და აღჭურვილობას ეძებენ. შედეგად, Toyota „ვეღარ შეძლებს მანქანების გაყიდვას მხოლოდ მოდელების განახლებით, ოდნავ უკეთესი საწვავის ეკონომიურობით ან ახალი დიზაინით.“ამის ნაცვლად, იგი თვლის, რომ წარმატების მიღწევის გზა ვნება და ემოციაა. როგორც სატომ აღნიშნა: „სპორტული მანქანები ელეგანტური უნდა იყოს, მაგრამ თუ იგივე ვნება სხვა ტიპის ავტომობილებშიც არ გამოიძებნა, მომხმარებლებამდე მიღწევას ვერ შეძლებთ.“ ჯერ კიდევ საკითხავია, თუ როგორ აისახება ეს მიდგომა მომავალ პროდუქტებზე, თუმცა სატოს კომენტარები მიანიშნებს, რომ მომავალ მოდელებს უფრო სპორტული დიზაინი და ემოციური სამართავი გამოცდილება ექნება. ეს, რა თქმა უნდა, უცნაურ დროს ხდება, რადგან Toyota-ს ერთ-ერთი ყველაზე სპორტული მანქანა უკვე წარსულს ბარდება.

GR Supra MkV Final Edition მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინეს და ის ეპოქის დასასრულს აღნიშნავს. მომავალიც ბურუსითაა მოცული, რადგან გასულ წელს შეერთებულ შტატებში Toyota-მ მხოლოდ 2,652 ერთეული გაყიდა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Supra გაქრა, რადგან სპორტული ავტომობილი 2019 წელს დაბრუნებამდე 17-წლიან პაუზაზე იმყოფებოდა.

ამ ახალი ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოძახილი, სავარაუდოდ, ახალი თაობის Toyota Corolla იქნება, რომლის გამოშვებასაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს. მოდელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ პრაქტიკულობისა და საიმედოობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ახლა ცდილობს, გაცილებით უფრო სპორტული, ემოციური და დინამიკური ხასიათი შეიძინოს. ეს ნაბიჯი ზუსტად ეხმიანება Toyota-ს ახალ სტრატეგიას,  შეიტანოს ნამდვილი ვნება და მართვის სიამოვნება არა მხოლოდ ნიშურ სპორტულ მოდელებში, არამედ ყოველდღიურ, მასობრივ ავტომობილებშიც.

Leave a Comment