ძიება

BMW-ს მოგება ერთ მეოთხედზე მეტით შემცირდა

BMW-ს მოგება ერთ მეოთხედზე მეტით შემცირდა

აშშ-ის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა და ჩინეთში არსებულმა რთულმა ბიზნეს-გარემომ BMW-ს პირველ ნახევარში მოგების ერთ მეოთხედზე მეტით შემცირება განაპირობა. გადასახადების შემდეგ, მიუნხენის კონცერნმა, მხოლოდ ოთხი მილიარდი ევრო გამოიმუშავა. ეს კი 29%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზედიზედ მესამე კლებაა პირველ ნახევარში. თუმცა, ამის მიუხედავად, BMW მაინც უფრო სტაბილურად გამოიყურება, ვიდრე სხვა გერმანული საავტომობილო კონცერნები: Volkswagen-მა ისევე როგორც მისმა შვილობილმა კომპანია Audi-მ პირველ ნახევარში მოგების ერთ მესამედზე მეტი დაკარგა, ხოლო Mercedes-Benz-მა ნახევარზე მეტი.

კონცერნის ხელმძღვანელმა ოლივერ ციფსემ BMW-ს ნახევარ-წლიური მაჩვენებლები შეაფასა, როგორც მტკიცებულება იმისა, თუ როგორი მყარია მათი ბიზნეს-მოდელი. მიუნხენელთა გაყიდვები Mercedes-ისა და Audi-სგან განსხვავებით თითქმის სტაბილური დარჩა, 1.2 მილიონი ავტომობილით. თუმცა ბოლო ცნობების მიხედვით მათი ბრუნვა 8%-ით შემცირდა და 67.7 მილიარდ ევრო შეადგინა.

ტარიფებმა, რა თქმა უნდა, BMW-ზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თუმცა თავდაპირველად ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა დაუჯდა აშშ-ის ტარიფები BMW-ს პირველ ნახევარში. კონკურენტმა Audi-მ ამ ტვირთის მოცულობა დაახლოებით 600 მილიონ ევროდ შეაფასა. თუმცა, ინგოლშტადტელებისგან განსხვავებით, BMW-ს აქვს უპირატესობა, ბავარიელებს საკუთარი ქარხანა აქვ აშშ-ში, რომელიც იქ გაყიდული მანქანების დაახლოებით ნახევარს აწარმოებს. კიდევ 200,000 მანქანა სხვა ქვეყნებში გადის. თუ აშშ-დან ევროპაში მანქანების ექსპორტზე ტარიფები ნამდვილად ათი პროცენტიდან ნულამდე შემცირდება, როგორც ეს ამჟამად განიხილება, BMW ამით გარკვეულწილად ისარგებლებს. თუმცა, ეს ეფექტი შორს არის აშშ-ში ექსპორტზე დაწესებული 15 პროცენტიანი ტარიფებით გამოწვეული ტვირთის კომპენსაციისგან.

ფინანსურმა დირექტორმა ვალტერ მერტლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ BMW Group-ის ბიზნეს-მოდელი „ტარიფების ტვირთის მიუხედავად“ ხელუხლებელი რჩება. „ჩვენი წარმომადგენლობა აშშ-ში გვეხმარება ტარიფების გავლენის შეზღუდვაში.“ ნახევარ-წლიური მონაცემებით, კომპანია „მკაცრად ინარჩუნებს კურსს“ წლიური მიზნების მისაღწევად. ამაში ხელს უწყობს მაღალი ეფექტურობა და ოპტიმიზებული ხარჯების სტრუქტურებიც.

გერმანელი ავტომწარმოებლები ამჟამად აშშ-ის ტარიფების გარდა, ჩინურ ბაზარზე ფასდაკლების მკაცრი ბრძოლითაც იტანჯებიან. განსაკუთრებით ელექტრომობილებთან დაკავშირებით უჭირთ იქ. უმეტესობამ უკვე დაიწყო სამუშაო ადგილების შემცირების პროგრამები, BMW-მ კი ამის თავიდან აცილება შეძლო.

BMW ახლა მთელ ფსონს, სხვა საკითხებთან ერთად, „ახალ კლასზე“ დებს. პირველი სერიული ავტომობილი სექტემბერში, საერთაშორისო ავტოსალონზე იქნება წარმოდგენილი. კონცერნის ხელმძღვანელი ოლივერ ციფსე ამბობს, რომ: „BMW iX3-ით ჩვენ უპრეცედენტო პროდუქტის წარმოების დაწყებას ვააანონსებთ, ასევე 2027 წლამდე ჩვენ 40-ზე მეტ ახალ და განახლებულ მოდელს გამოვიტანთ ბაზარზე. ყველა სეგმენტსა და ძრავის ტიპში.“

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა
ისწავლე, დაუკავშირდი, განვითარდი
ისწავლე, დაუკავშირდი, განვითარდი

შემოუერთდი PetrolHead საზოგადოებას

გაუყევი გზას ჩვენთან ერთად. გაეცანი დეტალურ მიმოხილვებს, დაუკავშირდი თანამოაზრე ბენზინის მოყვარულებს და იყავი ინფორმირებული ავტო კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე.

გაუყევი გზას ჩვენთან ერთად და იყავი ინფორმირებული ავტო კულტურის ამბებზე.