ამერიკული Muscle-Car-ის სიმბოლო Dodge, რომლის სული და გული მუდამ ლეგენდარულ Hemi V8 ძრავთან იყო დაკავშირებული, სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. კომპანიამ მომხმარებლებს, Charger Daytona-ს სრულად ელექტრო ვერსია წარუდგინა. ამ თითქოსდა ტექნოლოგიურმა სიახლემ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზარზე ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. ელექტრო Charger Daytona-ს მიმართ იმდენად დაბალი მოთხოვნაა, რომ დილერებს დიდი ფასდაკლებითაც კი უჭირთ მათი გაყიდვა.
Muscle-Car-ის ერთგული მომხმარებლები, როგორც Hemi-ს დაბრუნებას, ასევე Sixpack ვერსიასაც ითხოვენ. კომპანიას Stellantis-მა, რომელიც Dodge-ის მფლობელია, პროტესტის კვალდაკვალ გეგმების გადახედვა მოუწიათ. კომპანიის წარმომადგენლებმა Carscoops-თან დაადასტურეს, რომ Charger Daytona R/T მოდელი 2026 წლიდან აღარ გამოვა. ჯერჯერობით ის ხელმისაწვდომია მხოლოდ 2025 წლის ორ-კარიან ვერსიად. რაც შეეხება ოთხკარიან Charger Daytona-ს, რომლის გამოშვება ამ გაზაფხულზე იგეგმებოდა, მისი დებიუტი, რა თქმა უნდა გადაიდო 2025 წლის ბოლოსთვის ან 2026 წლის დასაწყისისთვის, თუმცა პროექტი სრულად არ გაუქმებულა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს გამოცემა Car and Driver.
2025 წლის ბოლოსთვის, Dodge გეგმავს გამოუშვას ოთხკარიანი „Sixpack“ Charger-ები. ისინი აღიჭურვებიან Hurricane Twin Turbo I6 ბენზინის ძრავებით. აღსანიშნავია, რომ ამჟამად Dodge-ის სამოდელო რიგში ერთადერთ, ელექტრო Charger Daytona Scat Pack ვერსიაა წარმოდგენილი. ეს გადაწყვეტილება, ინდუსტრიის ტრენდების ფონზე, შესაძლოა პრაგმატულ, თუმცა გარკვეულწილად უკან გადადგმულ ნაბიჯადაც იქნას აღქმული, რაც ხაზს უსვამს ტრადიციული ძრავების მიმართ მომხმარებელთა ურყევ პრეფერენციებს.
ამასობაში, Stellantis-ის სხვა ელექტრომობილების პროექტებიც შეფერხებულია. სრულად ელექტრო Ram 1500 REV უკვე ერთხელ გადაიდო და ახლა მისი გამოშვება 2027 წლამდე გადაიწია. ხოლო Ram 1500 Ramcharger-ს რომელიც დატენვადი ჰიბრიდია (plug-in hybrid) 2026 წლის პირველ კვარტლისთვის გადაიდო.
Charger Daytona R/T მოდელის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებულია, ერთი მხრივ, გაყიდვების დაბალი მაჩვენებლებით, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ში მოქმედი იმპორტის ტარიფებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვერსია ელექტრული Charger-ის ყველაზე ბიუჯეტურ ვარიანტად იყო პოზიციონირებული (საწყისი ფასი: $61,590), რაც პარადოქსს წარმოადგენს, საკმარისად კონკურენტუნარიანი ვერ აღმოჩნდა ბევრად მძლავრ Scat Pack მოდელთან (ფასი: $70,190) შედარებით. სავარაუდოდ, Scat Pack მოდელიც დაექვემდებარება ფასების კორექტირებას.
ამ ფონზე, სადაც ელექტროფიკაციის სტრატეგიას ბაზრის ძლიერი წინააღმდეგობა ხვდება, Dodge-მა სამოქმედო გეგმა გადააფასა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ კომპანია თავის საკულტო ძრავს დააბრუნებს, მაშინ ეს ხომ ოქროს ხანის დაბრუნება იქნება?! Muscle-Car ძლიერი Hemi V-8 ძრავის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია უბრალოდ ნონსენსია. ამჟამად საკულტო Hemi V-8 ძრავი შენარჩუნებულია მხოლოდ Durango-ში, თუმცა ანალიტიკოსები აქტიურად ვარაუდობენ მის მალე დაბრუნებას Ram 1500-ის სერიაში და, პოტენციურად, Charger-ის სამოდელო რიგშიც.