2025 Alfa Romeo Giulia - სტილი, მართვა და ცოტა დრამაც იტალიურად

2025-06-13 199 ნახვა Naniko Tsinadze
2025 Alfa Romeo Giulia - სტილი, მართვა და ცოტა დრამაც იტალიურად

მომხიბვლელი დიზაინითა და მართვისგან მიღებული სიამოვნებით გამორჩეული Giulia ერთადერთი სპორტული სედანია Alfa Romeo-ს შორის. ის ამერიკულ ბაზარზე 2017 წელს დაბრუნდა და მალევე დასახელდა MotorTrend-ის 2018 წლის ავტომობილად. 2025 წლის Giulia კონკურენციას უწევს პრემიუმ-კლასის კომპაქტურ სედანებს, როგორიცაა მე-3 სერიის BMW, Acura TLX და Cadillac CT5. 

 

რა არის ახალი

2025 წლისთვის Giulia-ს ძირეული ცვლილებები შეეხო. მთლიანად გაუქმდა Sprint, Ti და Veloce ვერსიები. ისინი ერთი ძირითადი მოდელით ჩანაცვლდა. დაემატა ახალი Veloce პაკეტი, ასევე ლიმიტირებული Tributo Italiano ვერსია. რა თქმა უნდა, ფერთა გამაშიც სიახლეებს გვთავაზობენ: დაემატა ახალი ფერი Verde Fangio Metallic. ალფას საკულტო მოდელი Quadrifoglio, სამწუხაროდ აღარ იქნება აღჭურვილი Ferrari-ისგან ნასესხები 2.9-ლიტრიანი twin-turbo V6 ძრავით. 

 

ჩვენი შეფასება

მიუხედავად იმისა, რომ 505 ცხენის ძალის მქონე Quadrifoglio ვერსია გაქრა ასორტიმენტიდან, Giulia-ს 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავის წყალობით, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, კვლავაც შესანიშნავად ართმევს თავს როგორც ტრეკზე, ასევე საკმარისად კომფორტულია ყოველდღიურად სამართავად. მისი მოდიფიცირებული დაკიდების სისტემა იდეალურია და მას წუნს ვერ მოუძებნი. ოთხკარიანი სედანი გზაზე ისე იქცევა, როგორც ნამდვილი პრემიუმ კლასის ავტომობილი უნდა იქცეოდეს. 

ალფას დიზაინი არ არის მხოლოდ ფორმა ეს არის ემოცია, გამოხატული ხაზებსა და პროპორციებში. მანქანის სილუეტი შეუდარებლად ელეგანტურია. ინტერიერის მხრივ კი კონკურენტებმა მცირედით წინ წაიწიეს, როგორც ტექნოლოგიაში, ისე დიზაინში. თუმცა Giulia-ს კომბინაცია ლუქსსა და სპორტულობას შორის კვლავ მიმზიდველია.

  

ტექნიკური მონაცემები და საწვავის ხარჯი

Giulia აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავით და 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. იტალიელი 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის მაქსიმალური მომენტი კი 306 ნ.მ-ს (Nm) შეადგენს. Giulia ხელმისაწვდომია, როგორც უკანა, ასევე სრულამძრავიანი ვერსია. წვა უცვლელია. 


  • უკანა ამძრავი (RWD): ქალაქში დაახლოებით 9.8 ლ / 100კმ-ზე, ტრასაზე — 7.1 ლ/100კმ-ზე
  • სრული ამძრავი (AWD): ქალაქში 10.2 ლ / 100კმ-ზე, ტრასაზე — 7.6 ლ/100კმ-ზე

  

აჩქარება და სისწრაფე

ტურბო-ოთხცილინდრიანი უკანა წამყვანი Giulia 0-დან 100 კმ/სთ-მდე, სულ რაღაც 5.2 წამში ჩქარდება. კომპაქტური, კომფორტული სედანისთვის, ეს აჩქარება სრულიად დამაკმაყოფილებელია. შედარებისთვის, წინამორბედი ამას 5.1 წამში ახერხებდა. 



 

უსაფრთხოება 

ალფა უამრავ ჭკვიან დამხმარეს გვთავაზობთ, გვჭირდება თუ არა ეს ყველაფერი თავად შეაფასეთ. Giulia-ში აღმოაჩენთ: ზოლის დაცვის სისტემას, ბრმა წერტილების მონიტორინგი. აწი აღარ მოგიწევს კისრის ტკივილამდე თავის ტრიალი! პარკირების სენსორები. ინტელექტუალური სიჩქარის ასისტენტი (Intelligent Speed Assist) - ჟღერს ისე, როგორც სტივენ კინგის რომელიმე ფანტასტიკიდან, არა? ადაპტირებული კრუიზ კონტროლი და ბოლოს Thatcham-ის უსაფრთხოების სისტემა - იმედია, ისეთივე ეფექტურია, როგორც სახელი. მოკლედ Alfa Romeo ცდილობს, ჩვენი მოგზაურობა მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს. რამდენად კარგად გამოსდის მათ, ეს უკვე სხვა საკითხია... მაგრამ ერთი რამ ცხადია - ტექნოლოგიები წინ მიდის!

Giulia Base, Veloce პაკეტი და Tributo Italiano — რა განსხვავებაა?

2025 წელს Giulia ხელმისაწვდომია ერთ ძირითად ვერსიად, რომელსაც დამატებით აქვს ორი არჩევითი პაკეტი.

 

საბაზისო ვერსია

 

  • მუქი V Scudetto რადიატორის ცხაურა
  • აკუსტიკური მინები
  • საჭის უკან ალუმინის შიფტერები 
  • 17-დუიმიანი დისკები
  • ნაჭრისა და Techno ტყავით გაწყობილი სავარძლები
  • ფასი (RWD): $45,990

 

Veloce პაკეტი ავტომობილის ფასს 1,600 დოლარით ზრდის

 

  • წითელი სუპორტები 
  • 19-დუიმიანი დისკები
  • დამუქებული შუშები
  • რეგულირებადი წინა ტყავის სპორტული სავარძლები. გვერდითი ბალიშები
  • უკანა Veloce-დიზაინის ბამპერი
  • თვითბლოკირებადი დიფერენციალი (LSD)

 

Tributo Italiano (ლიმიტირებული ვერსია)

 

  • უნიკალური 19-დუიმიანი დისკები
  • იტალიის დროშის ნიშნები სარკეებზე
  • ადაპტიური დაკიდების სისტემა (adaptive suspension)
  • Harman Kardon-ის აუდიო ისტემა
  • პანორამული სახურავი
  • წითელი ნაკერები და იტალიის დროშის ლოგოები თავსადებზე
  • ფასი (RWD): $50,990


დატოვე კომენტარი