2026 წლის Chevrolet Corvette: ინტერიერის სრულფასოვანი განახლება და ახალი ტექნოლოგიები

2025-06-13 255 ნახვა Naniko Tsinadze
2026 წლის Chevrolet Corvette: ინტერიერის სრულფასოვანი განახლება და ახალი ტექნოლოგიები

Chevrolet Corvette C8-ის გამოჩენა 2020 წელს გადამწყვეტი მომენტი იყო. პირველად ამერიკულმა სპორტულმა ავტომობილმა მიიღო შუაში განლაგებული ძრავა, რამაც იგი ევროპული კონკურენტების პირდაპირ ალტერნატივად აქცია. ინტერიერის დიზაინი და ციფრული ეკრანები იმდროინდელ სტანდარტებს შეესაბამებოდა, თუმცა ექვსი წლის შემდეგ, უკვე შესამჩნევად მოძველებულად აღიქმებოდა — განსაკუთრებით კი გრძელი ღილაკების რიგი, რომელიც მძღოლსა და მგზავრს შორის გადიოდა.

2026 წლისთვის Chevrolet-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და Corvette-ის ინტერიერი როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესა — დაემატა თანამედროვე ტექნოლოგიები, გაიზარდა ეკრანების რაოდენობა და შეიცვალა მნიშვნელოვანი ელემენტების განლაგება.


 

ახალი ეკრანები და გაუმჯობესებული ინფორმაციული სისტემები

ცენტრალური 12-დიუმიანი ეკრანი, რომელიც წინა მოდელებში რეალურად მცირე იყო თავისი ჩარჩოს გათვალისწინებით, ახლით ჩანაცვლდა. 12.7-დიუმიანი პანელი უფრო კარგად ავსებს სივრცეს და ვიზუალურადაც ეფექტურია. მასში ინტეგრირებულია Google-ის ეკოსისტემა: Maps, Assistant და Play Store.

მთავარ ეკრანს უერთდება 14-დიუმიანი ციფრული მაჩვენებელთა პანელი, რომელიც ახლა უფრო მეტი ინფორმაციის ჩვენების საშუალებას იძლევა, ვიდრე წინამორბედი: რუკები, აუდიო, მანქანის სტატუსი და სხვა. ეკრანები ავტომატურად იცვლებიან მანქანის მართვის რეჟიმის შესაბამისად.



ახალი 6.6-დიუმიანი მძღოლის ეკრანი

ახალი დამატება — 6.6-დიუმიანი მარცხენა ეკრანი განკუთვნილია იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, როგორიცაა Performance Traction Management (PTM) პარამეტრები და სხვა. ადრე ბევრად რთული იყო საჭირო ინფორმაციის მიღება. მძღოლი ბევრ დროს კარგავდა. მენიუს გამარტივებამ მართვის პროცესის გაუმჯობესებაც უზრუნველყო.



კლიმატ-კონტროლის ღილაკების ახალი განლაგება


შთამბეჭდავი, თუმცა არაპრაქტიკული ღილაკების რიგი, რომელიც 2020-2025 წლების მოდელებში გვხვდებოდა, შეიცვალა და ტრადიციულ ადგილას, ცენტრალურ კონსოლზე, სავენტილაციოს ქვეშ განთავსდა და ორივე მგზავრისთვის ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, გათბობისა და სავენტილაციო ფუნქციები ნაწილობრივ გადატანილია სენსორულ ეკრანზე.


მართვის რეჟიმები, დამტენი და პორტები


მართვის რეჟიმის მბრუნავი ღილაკი ჩანაცვლდა შედარებით პატარა ღილაკით. ამ ცვლილებამ მეტი სივრცე მოგვცა. უკაბელო დამტენი ბევრად ხელმისაწვდომ ადგილას განთავსდა. მგზავრის მხარეს განახლებული სახელურის ზონაში დაემატა USB-C პორტი. ცენტრალურ კონსოლზე კი განათავსეს ახალი ღია, განათებული ჭიქის დამჭერები Corvette-ის ლოგოთი. სიმართლე გითხრათ სპორტულ ავტომობილს, სტარბაქსის ჭიქის სადგმა არ სჭირდება.



Performance App-ის განახლება და PTM Pro რეჟიმი


განახლებული Performance აპლიკაცია ახლა უკვე ყველა Corvette-ის მოდელზეა - არა მხოლოდ E-Ray-ზე. მძღოლი რეალურ დროში იღებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სიმძლავრისა და თორქის განაწილება. PTM Pro რეჟიმი მძღოლებს მეტ თავისუფლებას სთავაზობს. სტაბილურობისა და თრექშენ კონტროლის გამორთვით, ამავდროულად ინარჩუნებს ABS-ს და, E-Ray-ის შემთხვევაში, წინა ღერძის საჭის მართვის სისტემას უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემას, რაც სპორტული ავტომობილისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ZR1 ZTK პაკეტს წინ 10-დგუშიანი, უკან კი 6-დგუშიანი სუპორტები აქვს. ისინი ნახშირბად-კერამიკულ დისკებთანაა შეწყვილებული.



ახალი ჭკვიანი სახურავი


ელექტროქრომული ლუქი არეგულირებს მზის სხივების შეღწევას და გთავაზობს დაბურვის რეგულირებად დონეებს: დაბალი, საშუალო ან სრული დამუქება.



2026 წლის Corvette-ს განახლება გაცილებით მეტია, ვიდრე ვიზუალური რესტაილინგი. ის წარმოადგენს ფუნქციურ, ტექნოლოგიურ და ერგონომიულ წინგადადგმულ ნაბიჯს, ამჯერად, შუაძრავიანი ამერიკული სპორტული ავტომობილი, კიდევ უფრო თანამედროვე და მძღოლზე ორიენტირებულია. ეს ყველაფერი კი უფრო ამყარებს Corvette-ის ადგილს სპორტული ავტომობილების კლასის ავანგარდში.


დატოვე კომენტარი